LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიტყვები შენი სიმღერიდან „ისე მოვკვდები მე აქ ვიქნებიო“ და ასეა დე… აქ ხარ და სულ ასე იქნები“ – მელიტა ფურცელაძის ემოციურო პოსტი ლევან კბილაშვილზე

1721
მელიტა ფურცელაძე ლევან კბილაშვილი

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ლევან კბილაშვილის ერთ-ერთ საოცარ შესრულებას გვიზიარებს, სადაც სიმღერას „თბილისო“ მღერის. როგორც მელიტა ფურცელაძე წერს, ყოველდღიურად გრძნობს, რომ ლევანი კვლავ მისი ოჯახის გვერდით არის.

ვიდეო: „თავს ძალა დავატანე და მოვუსმინე“ – მელიტა ფურცელაძე ლევან კბილაშვილის საოცარ შესრულებას გვიზიარებს, რომელიც გია ყანჩელის მუსიკაზე მღერის

„სხვაგან არც საქართველოს მსგავსი ქვეყანაა, არც თბილისის მსგავსი ქალაქი ❤️🇬🇪

შენც რომ სულ სხვანაირი ხარ 💔

ყველა დედას მისი შვილი განსაკუთრებული ჰგონია და რასაკვირველია ასეც არის, მაგრამ შენ განსხვავებულად რაღაცნაირი ხარ, ვერ მოვძებნე შესატყვისი სიტყვა, ამის დასტურია შენი ყოველდღიური ჩვენთან ერთად ყოფნა 💔 სიტყვები შენი სიმღერიდან „ისე მოვკვდები მე აქ ვიქნები“-ო და ასეა დე 💔

აქ ხარ და სულ ასე იქნები 💔😘“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

„მამაშენის დაბადების დღემ ისე ჩაიარა, უყველაფროდ და უშენოდ დედი…“ – მელიტა ფურცელაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„ურთულეს პერიოდში მოუწია ლევანიკოს რუსეთში მოღვაწეობა.. ბეწვის ხიდზე გაიარა, არაფერი შეშლია და ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის..“ – მელიტა ფურცელაძე შვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„ლევანიკო მონაწილე იქნება ამ გრანდიოზული კონცერტის.. უზარმაზარი დარბაზის უამრავ ეკრანზე,ლევანიკო თავისი ბრიალა თვალებით ერთხელ კიდევ გადმოიხედავს, დაინახავს, როგორ უყვართ..“ – მელიტა ფურცელაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ვიდეო: „ყველაზე დიდი თვითმფრინავი შენი სახელით და გვარით დაფრინავს“ – თვითმფრინავზე გამოსახული ლევან კბილაშვილის პორტრეტი | მელიტა ფურცელაძე ემოციურ ვიდეოს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g