მედიაში ტიმოთი შალამესა და მისი მეგობარი გოგოს, კაილი ჯენერის ფოტო/ვიდეო მასალა გავრცელდა. წყვილი ჩოგბურთის კორტებზე იმყოფებოდა და თამაშს ადევნებდა თვალს.
მატჩის მსვლელობისას 27 წლის კაილი შეყვარებულს გამუდმებით ეფერებოდა, კოცნიდა, ამ დროს კი „ოსკარის“ ნომინანტი მსახიობი აშკარად მხოლოდ თამაშით იყო დაინტერესებული.
მოგვიანებით ტაბლოიდები პოპულარული წყვილის სხეულით ენის გაშიფვრით დაკავდნენ და დასკვნამაც არ დააყოვნა.
„აშკარაა ყველაფერი, კაილი ტიმოთითი საოცრად მოხიბლულია, შეყვარებული მასზე, ამ დროს კი მსახიობს ის ნაკლებად აინტერესებს“.
ცხადია, ვიდეოს უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„არ მოასვენა ბიჭი“, „აღარ იცის რა ქნას“, „პუბლიკაზე თამაშობს?“, „აშკარაა, ტიმოთის კაილი ფეხებზე კიდია“, „კაილი ყურებამდე შეყვარებულია“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, წარმატებული მსახიობი და მილიონერი „ბიზნეს ვუმენი“ ერთად უკვე ერთ წელია არიან.
ვის დააჯდა სიკვდილის ბუზი?“ – დემი მურის, ტიმოთი შალამესა და კაილი ჯენერის ვიდეო ვირუსულად ვრცელდება
კაილი ჯენერი და ტიმოთი შალამე დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ერთად გამოჩნდნენ


