ნათია ბანძელაძე მეუღლის გარდაცვალებიდან 5 წლისთავზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ნათია წერს, გიორგი იქიდანაც ახერხებს ნათიას გვერდით ყოფნას მაშინ, როცა „ძალიან სტკივა და იკარგება“. ნათია ბანძელაძე მადლობას უხდის გიორგის სიფერადისთვის, რაც მას აჩუქა და ერთად მარადისობად აქციეს.
„სხვა განზომილებაში, სხვა ათვლაში, სხვა სიშორით და უფრო მეტი ერთად ყოფნით, უკვე 5 წელი ვართ 🙁 აქაც მასწავლი როგორი ვიყო, როგორ არ დაგკარგო და როგორ გიგრძნო როცა მჭირდები და მენატრები, როცა ძალიან მტკივა და ვიკარგები! საოცარი ბიჭი ხარ, იქიდანაც კი საოცარი … მაგრამ არ მომწონს ეს ჩვენი ახალი თამაში, უფერო, უხმო, ცივი… მადლობ იმ სიფერადისთვის რაც მაჩუქე და ერთად მარადისობად ვაქციეთ…
უკვე ბევრი ვართ მე, ნანუკა, ნინი, აივი, ავა. და შენც სხვა ხარ უკვე გოგიჩა ბაბუ, რომელიც სხვაგან, მაგრამ ჩვენთან ხარ 😘😍 მიყვარხარ… მენატრება ჩვენი ამბები…“, – წერს ნათია ბანძელაძე.