LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვა გზა, სხვა ხსნა არ არის, რუსთაველი უნდა მოიკავო… მორიგეობა იქნება ალბათ საჭირო: თაკო ჩარკვიანი

214
თაკო-ჩარკვიანი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მასობრივი საპროტესტო შიმშილობის დაწყებას ეხება, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ეხმიანება და ამბობს, რომ „რუსთაველის გამზირზე მახინჯი სამართლებრივი სისტემის შესაცვლელად უნდა დარჩნენ“. ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ „მორიგეობის დაწესება იქნება საჭირო, რადგან ხალხთან ერთან ოპოზიციონერი ლიდერებიც იყვნენ ჩართული აღნიშნულ ბრძოლაში“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან კარვები გაშალეს

ნიკა მელიას განცხადებით, მასობრივ საპროტესტო შიმშილობას 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს

„დავრჩეთ ერთხელ ამ მახინჯი სამართლებრივი სისტემის შესაცვლელად რუსთაველზე. გახსოვთ, ქირქილი რომ ატეხეს, გახსოვთ, ვთქვი, აუცილებლად გააკეთებთ ამას-მეთქი. დიახ, რადგან სხვა გზა, სხვა ხსნა არ არის. რუსთაველი უნდა მოიკავო, უნდა შეაწუხო, არ ხდება ასე, გაპიწკინებული პერანგებით, თბილად, წყნარად არ გამოდის. მორიგეობა იქნება ალბათ საჭირო, გადავნაწილდებით, რომ მხოლოდ ხალხი კი არ იყოს, ჩვენც ვიყოთ მათთან ერთად განაწილებულნი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა მასობრივ საპროტესტო შიმშილობას უერთდება

პასუხისმგებლობით და თავგანწირვით სავსე გადაწყვეტილებაა – მელიამ აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მზად არის საკუთარი თავი გადადოს: ელენე ხოშტარია

მნიშვნელოვანია თავგანწირვის აქტი – სამწუხაროდ, არ ვარ იმ ადამიანებს, შორის, ვინც იშიმშილებს: ხატია დეკანოიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები