რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ ლიზი რამიშვილი და მარია კლიმენკო სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა 21 სექტემბერს დაგეგმილ კამერული მუსიკის საღამოზე – „Carpe Diem“ ისაუბრეს.
მარია, როგორია სამზადისი 21 სექტემბრისთვის და რას მოვისმენთ საღამოს განმავლობაში?
მარია: 21 სექტემბერს, ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღე იქნება. ლიზას და მე უკვე მეორე საერთო კონცერტი გვაქვს საქართველოში, ჩვენ ერთად დავუკრავთ პირველ განყოფილებაში სოლოს. სხვადასხვა ხასიათის პროგრამა გვექნება.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მარია: მაქვს გრანდიოზული კონცერტი. კონცერტის მერე, ვთხოვდები,ქორწილი მაქვს. სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, ასპირანტურის გამოცდა მქონდა და დღეს, პასუხი მივიღე, რომ ჩავაბარე. ჩემი გეგმები ძალიან არის დატვირთული კონკურსებით და ახალ სეზონზე, ახალი კონცერტებით.
როგორ ატარებთ თავისუფალ დროს, რა არის თქვენი ჰობი?
მარია: თავისუფალი დრო ნაკლებად მაქვს, მაგრამ ბოლო დროს, ქსოვა, ქარგვა დავიწყე, მძივებისგან ვაკეთებ ტრადიციულ აქსესუარებს და ძალიან მიყვარს მცენარეების მოვლა.
ლიზი, უფრო დეტალურად მოგვიყევი 21 სექტემბერს დაგეგმილ კონცერტზე.
ლიზი: 21 სექტემბერს, 18:30-ზე, „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში“ გელით. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც tkt.ge-ზე, ასევე კონსერვატორიის სალაროებში. რაც შეეხება პროგრამას, პირველი განყოფილება, როგორც მარიამ აღნიშნა, სოლო ინსტრუმენტებით იქნება დატვირთული, მარია დაუკრავს შოპენს, მე ბახს, ხოლო მეორე განყოფილებაში ერთობლივად შევასრულებთ ლიზა ჩხაიძის ნაწარმოების პრემიერას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის. შემდეგ, იქნება ბეთჰოვენის სონატა და ბოლოს, შოპენის სონატით დავასრულებ ამ საღამოს. ვეცდებით, დაუვიწყარი ემოციები ვაჩუქოთ მსმენელს.
როგორია, როცა თან კონცერტის მონაწილე ხარ და თან ორგანიზატორი?
ლიზი: ეს საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო აღმოჩნდა.