LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო გორელაშვილი: „ჩვენს სოციუმში კაცებს მეტის უფლება აქვთ და მათ მეტი ეპატიებათ, ვიდრე ქალებს…“

353
სოფო გორელაშვილი

მსახიობი სოფო გორელაშვილი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს.

ის სერიალში „სიყვარულს მიღმა“ თავის პერსონაჟზე ლაპარაკობს:

„ანა საკმაოდ შეუყვარდა მაყურებელს, რადგან რეალობაა. ეს აქამდეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ – ჩვენს სოციუმში კაცებს მეტის უფლება აქვთ და მათ მეტი ეპატიებათ, ვიდრე ქალებს. სერიალში სხვა პერსონაჟების არაერთი საქციელი იყო იმაზე მეტად გასაბრაზებელი და არასწორი, ვიდრე ანასი, მაგრამ ქალის ღალატი იმდენად ვერ მიიღო მაყურებელმა, რომ ყველაფერზე მწვავედ ეს აღიქვეს… ორი აზრი არ არსებობს, რა თქმა უნდა, ცუდი საქციელია, მაგრამ ზუსტად ასეთივე ცუდი საქციელია კაცის ღალატი. ღალატი ღალატია, სულ ერთია, ვისგან მოდის ის, მაგრამ ჩვენს რეალობაშ კაცისას მტკივნეულად არ აღიქვამენ და არც ასეთი რეაქციებით ხვდებიან“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g