ევროპის ყველაზე ოპტიმისტური ქვეყნების სია, სოციალური ოპტიმიზმის ინდექსის (Social Optimism Index) გათვალისწინებით გამოქვეყნდა.
ამ მაჩვენებლის გამოთვლა „ევრობარომეტრის“ მიერ შეგროვებული სხვადასხვა მონაცემის გათვალისწინებით ხდება, მათ შორისაა ევროპული სახელმწიფოების მაცხოვრებლების საზოგადოებრივი აზრის კვლევაც.
ოპტიმიზმის ინდექსი, მთლიანობაში 6 პარამეტრს მოიცავს და ამ პარამეტრებს რესპონდენტებისგან მიღებული პასუხების მიხედვით ადგენენ. კვლევის ფოკუსი მიმართულია ადამიანის მოლოდინზე, რამდენად სწორადაა არჩეული ქვეყანა, ასევე რამდენად აქვს ამ მოქალაქეს საკუთარი და ევროპის მომავლის რწმენა.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და შესაბამისად ყველაზე ოპტიმისტური ქვეყნის ტიტული ირლანდიამ დაიკავა. მეორე ადგილზეა დანია, ხოლო შემდეგი პოზიციები მალტამ და ლუქსემბურგმა დაიკავეს.
ექსპერტთა შეფასებით, ამ ქვეყნებში ადამიანებს დადებითი სოციალური განწყობა აქვთ, ენდობიან სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება, მსყიდველუნარიანობა და ცხოვრების კმაყოფილების დონე ძალიან მაღალია.