LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სროლის ხმა გავიგე, მეჩეთთან ჩასაფრება მოუწყო“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები მარნეულში 35 წლის მამაკაცის მკვლელობაზე

196
მკვლელობა მარნეულში

გუშინ, ღამით მარნეულის ცენტრში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, 35 წლის რამიჰ გაჰრამაზლის, ასევე მარნეულის მცხოვრებმა, 40 წლის მამაკაცმა ჩასაფრება მოუწყო.

ეჭვმიტანილი ამჟამად მიმალულია, სამართალდამცველები მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

ადგილობრივები მედიასთან ამბობენ, რომ ეჭვმიტანილმა მოკლულს მეჩეთთან ჩასაფრება მოუწყო, შემდეგ კი გასროლის ხმა გაიგეს. ის ადგილზევე გარდაიცვალა.

მათივე თქმით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. გარდაცვლილს სავარაუდოდ, 4 ტყვია თავში აქვს მოხვედრილი.

„ეზოში ვიჯექი და სროლის ხმა გავიგე. გარეთ რომ გამოვედი, ის უკვე იწვა. სამი-ოთხი გასროლა იყო. მერე სასწრაფო და პოლიცია მოვიდა. სხვა არაფერი ვიცი. არც გასროლამდე გამიგია რამე.

ალბათ, რვის ნახევარი ან რვა საათი იქნებოდა. ჩვენ გვერდით სასურსათო მაღაზიაა და იმათ აქვთ სათვალთვალო კამერა. ალბათ, ჩანაწერები უკვე ამოიღეს, მაგრამ ამბობენ, რომ თავდამსხმელი ნიღბით იყო“, – იხსენებს ერთ-ერთი ადგილობრივი „მთავარ არხთან“ საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g