ნატა ასათიანი სოციალურ ქსელში ბაბი კირკიტაძეს სოლიდარობას უცხადებს.
გთავაზობთ პოსტს უცვლელად:
„სრული მხარდაჭერა ბაბი კირკიტაძეს, თუმცა მხარდაჭერაც ყალბად ჟღერს და რაღაც მეტია საჭირო, როცა ქალებს პირადი ცხოვრების ამსახველ (დამონტაჟებულ თუ დაუმონტაჟებელ) კადრებს უვრცელებენ.
მზად ვარ ნებისმიერი ფორმით გამოვხატო ჩემი პოზიცია და პროტესტი.
ბაბის მსგავსად პოპულარულ და ცნობილ ქალებს კი მინდა ვუთხრა, რომ რთულია, მაგრამ უნდა გაუძლოთ და იბრძოლოთ, რადგან თქვენი ბრძოლით, ყველა რიგით ქალს ეხმარებით, რომლის ჩაგვრა და შანტაჟიც არასდროს იქნება ასეთი რეზონანსული და ცვლილების განმაპირობებელი.
გადაეცით ბაბის მის გვერდით ვართ და ბევრნი ვართ, მისდამი სიყვარულით და პატივისცემით სავსენი.
სრული მხარდაჭერა ბაბი კირკიტაძეს, თუმცა მხარდაჭერაც ყალბად ჟღერს და რაღაც მეტია საჭირო, როცა ქალებს პირადი ცხოვრების…
Posted by Nata Asatiani on კვირა, 10 დეკემბერი, 2023
ყველაფერი კარგად იქნება,“ – წერს ნატა „ფეისბუკზე.“
მომღერალი ბაბი კირკიტაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს