LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულიად მოულოდნელად პუტინი გარდაიცვალა… აშშ-ს ზოოპარკში

62
Capture46656

აშშ-ში 12 წლის ამურის ვეფხვი, სახელად პუტინი გარდაიცვალა. ცხოველი ერთ-ერთი სამედიცინო პროცედურის დროს სრულიად მოულოდნელად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CBS Minnesota ავრცელებს.

ზოოპარკის ინფორმაციით, ვეფხვს პროცედურის დროს გულის უკმარისობა განუვითარდა. ვეტერინარების, სპეციალისტებისა და ზოოპარკის თანამშრომლების სწრაფი რეაქციის მიუხედავად, ცხოველის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება პროცედურას, ის ჯანმრთელობის პროფილაქტიკური შემოწმება იყო და გამრავლებისთვის საჭირო მასალის აღებასაც გულისხმობდა. მსგავსი ნიმუშების აღება გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გასამრავლებლად გადამწყვეტი ნაბიჯია.

ვეფხვი ჩეხეთში დაიბადა და სახელად მას პუტინი დაარქვეს. შემდეგ ის 6 წელი დანიის ზოოპარკში ცხოვრობდა და 2015 წელს აშშ-ში გადმოიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები