LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტილის დედოფალი“ „შანელის“ ჩვენებაზე – 54 წლის ნაომი კემპბელი საოცარი ორეულით

160
page

„პარიზის მოდის კვირეულის“ დასკვნით დღეს „შანელის“ ჩვენება შედგა. შთამბეჭდავ შოუს უამრავი ვარსკვლავი დაესწრო. მათ შორის გახლდათ ლეგენდარული ტოპ-მოდელი და „სტილის დედოფალი“, ნაომი კემპბელი.

„შავი პანტერა“ ჩვენებაზე თეთრი სამოსით მივიდა. 54 წლის მოდელს „შანელის“ ორეული ამშვენებდა, ეს გახლდათ განსაკუთრებულად რბილი ქსოვილისგან შექმნილი პიჯაკი და გრძელი ქვედაბოლო, რომელსაც ნაომიმ შავ-თეთრ ფერებში გადაწვეტილი ფეხსაცმელი და თეთრი ჩანთა შეუხამა.

ცნობისთვის, კემპბელის პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია. 90-იანი წლების ტოპ-მოდელი 35 წლის გერმანელ მუსიკოსს, DJ Rampa-ს ხვდება. წყვილ ერთად უკვე არაერთხელ გადაიღეს.

ვიდეო: „შავი პანტერა“ თეთრ კაბაში – 54 წლის ნაომი კემპბელი კვლავ პოდიუმის ქალღმერთია

დადასტურდა! – 54 წლის ნაომი კემპბელი 35 წლის გერმანელ DJ-ს ხვდება – წყვილის უახლესი ფოტოები მიკონოსიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები