LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუფთა ჰაერი, ნაკლები ხმაური და ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში – ეკოლოგიურად სუფთა უბანში მდებარე „კრწანისი გრანდე” მობინადრეებს სრულ კომფორტს სთავაზობს

129
mari

სუფთა ჰაერი, ნაკლები ხმაური და ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში − დღეს ადამიანები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას ამჯობინებენ. სწორედ ასეთი სივრცე აირჩია სამშენებლო კომპანია „გრანდე ჯგუფმა“ პრემიუმკლასის საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად და პროექტის „კრწანისი გრანდე“ განხორციელება დაიწყო.

სწორედ აღნიშნული პროექტის უპირატესობებსა და მშენებლობის ხარისხზე ისაუბრა „ბიზნესნიუსის“ ეთერში „კრწანისი გრანდეს“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ ასათიანმა.

– ვიდრე უშუალოდ „კრწანისი გრანდეზე“ ვისაუბრებთ, დავიწყოთ სულ თავიდან – რამდენად მსხვილი კომპანიაა „გრანდე ჯგუფი“ და რას მოიცავს მისი საქმიანობა?

„გრანდე ჯგუფი“ არის დეველოპერული კომპანია, რომელიც ბაზარზე არაერთი წელია ოპერირებს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი პროექტები, რისი გამოცდილებაც ნამდვილად გაგვაჩნია. ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტების ნუსხაშია სასტუმროს და აპარტამენტის ტიპის ბინები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში, მაგალითად, როგორებიც არის: „ბაკურიანი ინნ“, „გუდაური ინნ“, „როიალ ინნ“ და ა.შ. ასევე, საცხოვრებელი კორპუსები გვაქვს აშენებული თბილისის სხვადასხვა ლოკაციებზე. „გრანდე ჯგუფი“ მართავს როგორც პროექტის სამშენებლო, ისე გაყიდვების მიმართულებას. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ მსხვილი კომპანია ვართ, უკვე ბევრი განხორციელებული და კიდევ განსახორციელებელი პროექტით.

– რას წარმოადგენს თავად „კრწანისი გრანდე“? რით გამოირჩევა „გრანდე ჯგუფის“ ეს პროექტი?

ამ ეტაპზე, კრწანისის დიპლომატიურ უბანში, ანუ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა უბანში, ვაშენებთ პრემიუმკლასის საცხოვრებელ კომპლექსს, სახელწოდებით „კრწანისი გრანდე“. პროექტი გამოირჩევა როგორც მშენებლობის ხარისხით, ისე ლოკაციით და ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისებით. აღსანიშნავია, რომ 2 ბლოკის მშენებლობა უკვე დასრულებული გვაქვს და ყველა ბინას გააჩნია არაჩვეულებრივი ხედი მთებზე და ქალაქზე. მომხმარებლებს, რომლებიც ჩვენთან შეიძენენ ბინებს, აქვთ შესაძლებლობა, რომ სერვისები მიიღონ როგორც დასუფთავების ნაწილში, ლიფტების ნაწილში და სხვა. ასევე, მომხმარებლებს, რომლებიც მოდიან ჩვენთან, ვთავაზობთ დიზაინერულ მომსახურებას, სარემონტო პაკეტებს და ა.შ. ყველა სერვისი გაერთიანებული გვაქვს ერთ სივრცეში და მომხმარებელს შეუძლია სრული კომფორტი მიიღოს ჩვენი კომპანიის მეშვეობით.

– თქვენი მთავარი ნიშანი და უპირატესობა რა არის?

„კრწანისი გრანდე“ ბაზარზე გამორჩეულია მშენებლობის ხარისხით. პროექტის ასაშენებლად გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალა, რომელიც იმპორტირებული გვაქვს აშშ-დან და ევროპული ქვეყნებიდან. ამ კომპლექსის მთავარი იდეა გახლავთ მობინადრეებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა. კომპლექსი 21000 კვ.მეტრზე არის განაშენიანებული. აქედან ათი ათასი კვ.მეტრი სრულად რეკრეაციული ზონაა, რომელიც ეთმობა საპიკნიკე-ბარბიქიუ ზონებს, საბავშვო და გასართობ მოედნებს და ა.შ. კომპლექსის ოთხი ბლოკი საცხოვრებელი ზონა, ხოლო ერთი სრულად გამაჯანსაღებელი ცენტრია, სადაც იქნება დახურული და ღია საცურაო აუზი, სპა-ცენტრი, სპორტდარბაზი, ველობილიკები, სივრცეები ბავშვებისთვის, ცხოველებისთვის და სხვ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილება შესაძლებელი არ იქნება და მხოლოდ ელექტრომობილები იმოძრავებს. კომპლექსი აღჭურვილი იქნება ბანკით, აფთიაქით, სასურსათო მაღაზიათა დიდი ქსელით და ყველა იმ სერვისით, რაც გვჭირდება ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

– მშენებლობის ხარისხი რამდენად კონტროლდება?

მშენებლობის ხარისხი კონტროლდება ყოველდღიურად. არსებობს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამონიტორინგებს მშენებლობის ეტაპებს და სამშენებლო მასალების ხარისხსაც.

– გაყიდვების მაჩვენებელი როგორია? უფრო მეტად რა ტიპის, რა ფართის ბინებზეა მოთხოვნა?

ამჟამად, გაყიდვების პროცესი ძალიან აქტიურ ფაზაშია. ჩვენს კომპლექსში ბინების მინიმალური ფართობი არის 60 კვ.მ. მსგავსი ტიპის ბინებზე არის მაღალი მოთხოვნა გამომდინარე ინვესტირების კუთხიდან. მოგეხსენებათ, ჩვენი პროექტის ლოკაცია დიპლომატიური კორპუსია და აქ ინვესტირებაზე მოთხოვნა ძალიან დიდია. გვაქვს საოჯახო ტიპის ბინებიც, რომლებზეც ასევე ძალიან დიდი მოთხოვნაა და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი საცხოვრებელი ბლოკები ისეა მოწყობილი, რომ ყველა ბინას აქვს ძალიან კარგი ხედი და ტერასული ტიპის აივანი, სადაც შეუძლიათ მოსასვენებელი სივრცე განათავსონ ჩვენმა მობინადრეებმა.

როდის დასრულდება პროექტის მშენებლობა?

ეს მოხდება 2026 წლისთვის, როდესაც ყველა, ანუ 5-ივე საცხოვრებელი ბლოკი და პლუს ამას, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბლოკი იქნება დასრულებული და მოეწყობა რეკრეაციული სივრცეც.

– სამომავლო პროექტების ნუსხა ვრცელია? 

ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ვაპირებთ სამშენებლო პროცესის დაწყებას. ამის შესახებ ჩვენს მომხმარებელს აუცილებლად ვაცნობებთ, როდესაც უკვე დაიწყება ეს პროცესი. სპეციალური განცხადება გაკეთდება ჩვენს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე და ყველა მომხმარებელი შეიტყობს ამ სიახლის შესახებ.

-„გრანდე ჯგუფის“ გუნდზე რას გვეტყვით?

„გრანდე ჯგუფის“ პროექტებს ქმნიან საუკეთესო ადამიანები, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირები. ყველა თანამშრომელი არის ორიენტირებული, რომ დადოს მაქსიმალური შედეგი, რომ მათი შრომა აისახოს იმ ხარისხზე, რასაც ჩვენ, მომხმარებელს ვთავაზობთ. თითოეული თანამშრომელი თავს არ ზოგავს, რომ ყველა მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და სხვათა შორის, აუცილებლად ვითვალისწინებთ, ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე, მომხმარებლების რეკომენდაციასაც.

– თქვენი კომპანიის მაგალითზე რომ მოგვიყვეთ, რა გამოწვევები აქვს დეველოპერულ სექტორის დღეს, ისევ მიმდინარე პანდემიის და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე?

მსოფლიოში შექმნილი სიტუაცია ნამდვილად აისახა დეველოპერულ სექტორზე, რაც გამოხატულია სამშენებლო მასალების ფასების ზრდით, ასევე იმპორტის პროცესის შეფერხებით, თუმცა, ხარისხზე ორიენტირებიდან გამომდინარე, „კრწანისი გრანდეს“ არ შეუჩერებია პროექტის მშენებლობა, ამ პერიოდშიც აქტიურად ვაგრძელებდით მუშაობას და ვდებდით უმაღლეს ხარისხს. პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, მომხმარებელი გახდა უფრო ფრთხილი, თუმცა ეს ამბავი ჩვენს კომპანიას ნამდვილად არ შეხებია, რადგან დიდი სანდოობით ვსარგებლობთ მათი მხრიდან.

– რა სამომავლო პროგნოზებს აკეთებთ ფასებთან დაკავშირებით – გაძვირდება წელს უძრავი ქონება?

ამ ვითარებაში, პროგნოზის წინასწარ გაკეთება ნამდვილად რთულია, მაგრამ სამშენებლო მასალების ფასების ზრდა მომავალში აუცილებლად აისახება ბინების ფასზეც. თუმცა, ამ ეტაპზე, „გრანდე ჯგუფი“ მაქსიმალურად ცდილობს, რომ საბაზრო ფასი ჰქონდეს სტაბილური და არ მოხდეს მისი მკვეთრი ზრდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები