LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ მინდოდა რაღაც ჩემი გამეკეთებინა, ზუსტად 7 წელი ვფიქრობდი და ვაპირებდი ამას…“ – „თეატრალურის კვარტეტის“ წევრმა, ირაკლი აბჟანდაძემ პირველი სოლო ნამუშევარი გამოუშვა

403
ირაკლი-აბჟანდაძე

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ „თეატრალურის კვარტეტის“ წევრი ირაკლი აბჟანდაძე ამჯერად სოლო ნამუშევრით სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს“ პრემიერა შედგა.

ირაკლი, რა ხდება ახალი და საინტერესო შენს შემოქმედებაში?

სულ მინდოდა რაღაც ჩემი გამეკეთებინა, ის, რაც მე მინდა. არ დაიჯერებთ, ზუსტად 7 წელი ვფიქრობდი და ვაპირებდი ამას და ბოლოს და ბოლოს, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ეს უნდა გაკეთდეს და გადადება-გადმოდებას თავი დაანებე-მეთქი. ეს არის ჩემი ბავშვობის სიმღერა, ჩვენი უტკბილესი, უთბილესი, გოგის ნამღერი, ქალბატონ მარინა ლეკიშვილის უძვირფასესი სიმღერა, – „რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს“.

ეს ვერსია ნაწილობრივ მე მეკუთვნის.

ვუხმე ჩემს მეგობარს, დავით ლონდარიძეს და იმან თავისი პროცენტები დაამატა. ამ ყველაფრის გასაერთიანებლად ქალბატონ ცირა ბზიშვილთან მივედით. ცირასაც მოეწონა იდეა და იმანაც თავისი ბევრი პროცენტი დაამატა. ნინო შიუკაშვილს ჩავაწერინეთ ვიოლინო,  დეა ხეოშვილს კი – ჩელო და ეს ყველაფერი შემიკრა ლევან დეისაძემ, ბასმა.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს უწმინდესს იმ ღვაწლისთვის მთელი საქართველო თან რომ ვტიროდით და თან მადლიერნი ვიყავით. ნაწილობრივ მის კურთხევასაც ვასრულებთ ამ სიმღერით, რომ სიყვარული იყოს ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში, რადგან სიყვარული ყველაფერს გადაარჩენს და ყველაფერს გამოაკეთებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი უწმინდესის ეპოქაში მომიწია ცხოვრება. პირველი სიმღერა – „ქარი გიმღერის ნანასა“ რომ შევასრულეთ, უწმინდესმა მაშინ დალოცა კვარტეტი.

ბევრმა არ იცის, რომ სიმღერებსაც წერ, იმედია უახლოეს მომავალში შენს საავტორო ნამუშევარსაც მოგვიტან…

აუცილებლად… მთელი ჩემი ცხოვრება სიყვარული არის მუსიკის მიმართ, ამით ვცოცხლობ, ამით ვცხოვრობ და თავისთავად, ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ შენი გამოცდილება, შენი მოსმენილი, შენი გააზრებული, რაღაც გინდა, რომ შენი მარგალიტივით შექმნა.

როგორია სამომავლო გეგმები, უახლოეს მომავალში ხომ არ არის დაგეგმილი „თეატრალურის კვარტეტის“ კონცერტი?

კი, ახლა ჩემი ბავშვობასავით არ არის, მაშინ არ იყო „იუთუბი“ და ამდენი რაღაც, ახლა, ხელმისაწვდომია ყველაფერი, რომ მათთვის საყვარელი, რჩეული სიმღერა მოისმინონ, მაგრამ კონცერტზე, ლაივში რომ ისმენენ, უფრო დიდი სიყვარულით იღებენ. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენს ძვირფასს ხალხს იმხელა სითბო აქვს, ისეთი სითბოთი გვხვდებიან, რომ მადლობა მათ. თქვენი სიყვარულით 22 წელია ვმღერით.

რაც შეეხება ყველაზე დიდ სიურპრიზს, 2 კვარტეტი ვაკეთებთ პროექტს. კვარტეტი ჯუნიორები, ჩვენი რანინელები და ჩვენი თაობა. ძალიან მაგარი პროექტი კეთდება და სადღაც, 2 თვეში უკვე ყველასთვის ცნობილი იქნება, სად და როდის ჩატარდება ეს კონცერტი. 

ირაკლი აბჟანდაძე – რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g