LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაილანდში მოიფიქრეს, თუ როგორ უნდა დაეხმარონ გასაჭირში აღმოჩენილ ტურისტებს

61
8f35db5ec73f4cd6c675d9d31fb4174b_small

ტაილანდის ტურიზმის მართვის სააგენტომ შექმნა სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომელიც მოგზაურებს საშუალებას მისცემს რომ პოლიციას ძალიან სწრაფად დაუკავშირდნენ, თანაც 24 საათის განმავლობაში. Thainews-ის ინფორმაციით, ახალ სერვისს Tourist Police I Lert U დაარქვეს.

აპლიკაციის დახმარებით, სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი რეაგირების საშუალება ექნებათ. ასე რომ, გასაჭირში აღმოჩენილი ტურისტები დახმარების თხოვნას ძალიან მარტივად და კომფორტულად შეძლებენ – მათ მხოლოდ ფოტოს გადაღება ან ჩატში მიწერა დასჭირდებათ. გეოლოკაცია ავტომატურად დადგინდება და კოორდინატები ცენტრს გადაეცემა.

აპლიკაციის გადმოწერა და მოხმარება უფასოა. სერვისი ინგლისურ და ტაილანდურ ენებზე იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ტაილანდის ტურისტული პოლიცია 1,9 ათასამდე ოფიცერს აერთიანებს და ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები