LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაივანელმა Lamborghini-ის ასლი ააწყო, რომელსაც იმ ქვეყნად გაგზავნის

18

ტაივანის მაცხოვრებელმა ქაღალდისგან „Lamborghini Aventador”-ის ასლი გააკეთა, რომელსაც დაწვავს და სუპერქარს ამ გზით გარდაცვლილ ნათესავებს გადასცემს.

„ავენდატორის” სრულზომიანი ასლი უმცირეს დეტალებამდეა შემუშავებული”, აქვს თითქმის ყველა აეროდინამიური ელემენტი და ოპტიკა, ასევე ძრავის ნაწილის განსხვავებული თავსახური. ქაღალდის კუპეს ავტორმა სავარძლებიც კი გააკეთა.

ტაივანელმა ავტომობილი ცინმინის დღესასწაულისთვის მოამზადა – ეს არის ტრადიციული ჩინური დღესასწაული, რომლის დროსაც მიცვალებულთა ხსენება ხდება და რომელიც აპრილის დასაწყისში აღინიშნება. ამ დღეს მიღებულია წინაპრების საფლავების მონახულება და საჩუქრის ნიშნად რაიმე ნივთის დაწვა, რადგან მათი რწმენით დამწვარი ნივთი იმ ქვეყნად გარდაცვლილების სარგებლობაში გადავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები