თამუნა ამონაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, რომ როცა დედ-მამა დაშორდა, ის მხოლოდ თვეების იყო. რომ გაიზარდა, მამის ნახვა და გაცნობა მოისურვა, რომელიც კახეთში იყო გადასული საცხოვრებლად, თუმცა მამას სასმელთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.. საბოლოოდ, როდესაც ის გარდაიცვალა, თამუნამ ვერ დაკრძალვაზე ჩაასწრო:
„მამის გაცნობა ძალიან მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ცოცხალი ვერ ვნახე. იმდენ სასმელსა და ბოჰემურ ცხოვრებას გულმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. გადავწყვიტე დაკრძალვაზე წასვლა. მე და ჩემი ნათესავები წავედით ავტობუსით. ავტობუსში მგზავრი ხდებოდა ცუდად და მძღოლს ხშირად უწევდა გაჩერება. ამის გამო სამი საათით დავაგვიანეთ ჩასვლა. მამა უკვე დაკრძალული დამხვდა და გარდაცვლილიც ვერ ვნახე. ძალიან განვიცადე, ვინერვიულე და ვიდარდე…“