LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა მუსერიძე: „ბიოლოგიურ დედას 2003 წელს გურჯაანის სამშობიაროში უთხრეს, რომ ჰქონდა გარე ორსულობა… დღეს კი ირკვევა, რომ გარე ორსულობა არ ყოფილა, ბავშვი გადარჩა და არის ცოცხალი, ცხოვრობს სხვა სახელით და გვარით კანადაში“

355
თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი, ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე გურჯაანის სამშობიაროდან მოპარული და კანადაში არალეგალურად გაყიდული ბავშვის ისტორიას ჰყვება.

ჟურნალისტის თქმით ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაიხსნა მისი ჯგუფის მეშვეობით გურჯაანის სამშობიაროდან ჩვილთა მოპარვის დანაშაულებრივი სქემა.

„ერთ-ერთი სქემა იყო გურჯაანის სამშობიაროს თანამშრომლის მონაწილეობით, რომელიც საკუთარ ძმასა და ძმის ცოლზე აფორმებდა მოპარულ ბავშვებს, საუბარია ადამიანზე, რომელიც არის გვარად ნაპირელი. სწორედ ამ გვარზე იყო გაფორმებული ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ეძებდა ბიოლოგიურ ოჯახს და რომელსაც ტესტის მეშვეობით ამოუვიდა ბიძაშვილი. დავაკავშირეთ ბიძაშვილს და სრულიად შემთხვევით გამოჩნდა ღვთიური ადამიანი, ნინო დალაქიშვილი, რომელმაც მისი ბიოლოგიური ოჯახის მოძიება ითავა. ის დაუკავშირდა მის ბიოლოგიურ ოჯახს, დააკავშირა ეს ადამიანი თავის სანათესავოს და ნინოს დახმარებით ამ ადამიანმა იპოვა ოჯახი. როგორც გაირკვა, მისი ბიოლოგიური დედა 2003 წელს წავიდა გურჯაანის სამშობიაროში, მას უთხრეს, რომ ჰქონდა გარე ორსულობა, გაუკეთეს ოპერაცია, გადაახდევინეს 300 ლარი და სახლში გაუშვეს, თუმცა დღეს უკვე ირკვევა, რომ არანაირ გარე ორსულობა არ ყოფილა, ბავშვი გადარჩა და არის ცოცხალი, ცხოვრობს სხვა სახელით და გვარით კანადაში“, – ამბობს მუსერიძე ვიდეომიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g