LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლებისთვის „ჩაის” დატოვების სერვისი ამოქმედება

39

Uber-ის მგზავრებს მძღოლისთვის ჩაის დატოვებას სთხოვენ. ტაქსების კომპანიამ გადაწყვიტა, რომ თავისი თანამშრომლების შრომის პირობები გააუმჯობესოს და ამისთვის მთელი რიგი ცვლილებები დაიგეგმა. ერთი-ერთი სიახლე კი ჩაის დატოვების სერვისის ამოქმედება იქნება. თუკი მგზავრი მომსახურებით კმაყოფილი დარჩება, შეეძლება მძღოლს ჩაი სპეციალური აპლიკაციის დახმარებით დაუტოვოს. რაც ყველაზე საინტერესოა, Uber გადარიცხული თანხიდან საკომისიოს არ აიღებს და თანხას მთლიანად თანამშრომლების ანგარიშზე გადარიცხავს.

აღსანიშნავია, რომ ახალი სერვისი ოქტომბრის თვიდან ამოქმედდება და დასაწყისისთვის მის გამოყენებას დიდი ბრიტანეთისა და კანადის მოსახლეობა შეძლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები