LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტატუებით ბრძოლა“ – ბრუკლინ ბექჰემმა, მშობლების პატივსაცემად გაკეთებული ტატუების მოშორების შემდეგ, და-ძმების ტატუებიც გადაფარა

284
page

ბრუკლინ ბექჰემმა, მშობლების პატივსაცემად გაკეთებული ტატუების მოშორების შემდეგ, და-ძმების ტატუებიც გადაფარა.

ერთი კვირის წინ, კულინარიულ ვიდეოში, რომელიც ბრუკლინმა გამოაქვეყნა, მის ხელზე, თითებთან ახლოს, ნათლად ჩანდა ტატუები, რომლებიც რომეოს, კრუზსა და ჰარპერს ეძღვნებოდა. ახლა ისინი უკვე სხვა ნახატებით არის გადაფარული.

ბრუკლინ ბექჰემმა მამის პატივსაცემად გაკეთებული ტატუ მოიშორა – მედიაში ფოტოები ვრცელდება

ასევე, ბრუკლინს მარჯვენა მკლავზე ჰქონდა დიდი ტატუ წარწერით, dad (მამა), მის ქვემოთ კი ეწერა, Love you Bust, ეს დევიდის საყვარელი მეტსახელია, რომლითაც ის თავის უფროს ვაჟს მიმართავდა. ეს ტატუ ბრუკლინმა გასულ კვირას მოიშორა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრუკლინმა მშობლებისადმი მიძღვნილი ტატუ გადაფარა. გასულ წელს მან წაიშალა გულ-მკერდზე გაკეთებული წარწერა, mama’s boy, (დედიკოს ბიჭი) რომელიც დედას, ვიქტორია ბექჰემს ეძღვნებოდა.

ბრუკლინ ბექჰემმა დედის პატივსაცემად გაკეთებული ტატუ გადაიკეთა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები