LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია – დედაქალაქში უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია, გლდანში მიწის მასის ჩამოშლის გამო, სახლიდან საჭირო გახდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში – ვერეს ხეობაში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა კი საფრთხეს არ წარმოადგენს

156
BeFunky-collage (14)

თბილისის მერია სხვადასხვა რაიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მერიის ცნობით, გლდანის რაიონში, გიორგი წმინდას დასახლებაში მიწის მასის ჩამოშლის გამო, მიმდებარე საცხოვრებელი სახლიდან საჭირო გახდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში.

„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არიან ჩართულები. ყველა პრობლემურ ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვერეს ხეობაში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა, რაც არის დეზინფორმაცია. გაცნობებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ სხვადასხვა სადგურების მიხედვით, წყლის დონის გასაზომად. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, როგორც ვერეს ხეობაში, ასევე, საქართველოს მასშტაბით, სხვა მდინარეებში წყლის დონემ კლება დაიწყო.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ვერეს ხეობაში მოწყობილია ნატანდამჭერი ცხაურები, სისტემატურად ხდება მათი შემოწმება და გაწმენდა.

გარდა ამისა, 2015 წლის სტიქიის შემდეგ მოხდა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება, განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და მდინარე ვერეს გამტარუნარიანობისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა.

შესაბამისად, მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა საფრთხეს არ წარმოადგენს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო: ბაგებში მდინარე ვერე ადიდდა და ავტომობილი წაიღო, მოქალაქე მანქანიდან მაშველებმა ამოიყვანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები