LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი 21-ე საუკუნის საუკეთესო ქალ არტისტად დასახელდა – რეიტინგში უიტნი ჰიუსტონი 69-ე ადგილზეა

536
472976-1504785798

,,ბილბორდმა21-ე საუკუნის პირველი მეოთხედის 100 საუკეთესო ქალი არტისტი გამოავლინა. წინა რეიტინგების მსგავსად, საკულტო გამოცემამ მათი ჩამონათვალი 2000-იანი წლების სტარტიდან, ძირითადად ისეთ ჰიტ-აღლუმებში მიღწეული წარმატებების თანახმად შეადგინა, როგორებიცაა: ,,ბილბორდის ცხელი ასეული” და ,,ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომი”.

Billboard-მა ,,21-ე საუკუნის უდიდეს პოპვარსკვლავად” ბიონსე დაასახელა – სრული სია ცნობილია

Billboard-ის ჩარტებში მიღწევებით 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო არტისტი დასახელდა

აღსანიშნავია, რომ სია აერთიანებს ქალ სოლისტებსა და ბენდებს ქალი შემსრულებლების შემადგენლობით, ასევე იმ ჯგუფებსაც, რომელთაც აღიარებული ქალი ვოკალისტები ჰყავთ ან ჰყავდათ, რადგან კარიერა დაასრულეს.

გვენ სტეფანი და ბიონსე ლისტში, როგორც სოლო შემსრულებელები, ასევე ბენდების – No Doubt და Destiny’s Child წევრების სახელითაც შევიდნენ.

21-ე საუკუნის პირველი მეოთხედის საუკეთესო ქალი არტისტების ასეულს, ტეილორ სვიფტი ლიდერობს.

რეიტინგის მეორე პოზიციაზე – რიანა, მესამეზე ბიონსე, მეოთხეზე ადელი, მეხუთეზე კეტი პერი, მეექვსეზე ლედი გაგა, მეშვიდეზე პინკი, მერვეზე არიანა გრანდე, მეცხრეზე მაილი საირუსი, ხოლო მეათეზე, ალიშა ქისი დასახელდნენ.

,,ბილბორდის ჩარტებში” მიღწევების შედეგად, 21-ე საუკუნის პირველი მეოთხედის 100 საუკეთესო ქალი არტისტის სრული სია ასეთია:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები