LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი „ოსკარ დე ლა რენტას“ ულამაზეს კაბაში ფილმის პრემიერაზე და სიურპრიზი ბიონსესგან

272
ტეილორ-სვიფტი

ტეილორ სფივტის ახალი საკონცერტო ფილმის „ერას ტურის“ პრემიერა ლოს-ანჯელესში შედგა. „გრემის“ ტრიუმფატორი მომღერალი წითელ ხალიჩაზე მარტო გამოვიდა. ის ბრწყინავდა „ოსკარ დე ლა რენტას“ ულამაზეს ცისფერ კაბაში, რომელსაც ამავე ფერის ტუჩსაცხი და მკვეთრი მაკიაჟი შეუხამა.

ფილმის პრემიერის მთავარი სიურპრიზი ბიონსეს გამოჩენა იყო, რომელმაც სვიფტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

ცოტა ხნის წინ ბიონსემ თავად წარადგინა ახალი თრეილერი საკონცერტო ფილმისა Renaissance.

„ის არის მთელი ჩემი კარიერის შთაგონების წყარო, მისი გამოჩენა აქ, ამ საღამოს ზღაპარს ჰგავს“- განაცხადა ტეილორ სვიფტმა.

პრემიერას არ ესწრებოდა სვიფტის ახალი ბოიფრენდი ტრევის კელსი. ცნობილია, რომ პრემიერის შემდეგ, სვიფტი კანზასში გაემგზავრა, რათა შეყვარებულის მორიგ მატჩს დაესწროს.

ტეილორ სვიფტის ზღვა ემოციები შეყვარებულის მატჩის ყურებისას – ვარსკვლავმა ამჯერად სხვა ვარსკვლავებიც აიყოლია

ვიდეო: ახალი ვარსკვლავური წყვილი – ტეილორ სვიფტი ფეხბურთელ, ტრევის კელსთან დააფიქსირეს

ბიონსეს ეპოქალური ტურნე Renaissance დასრულდა – ველით გასაოცარ მონაცემებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები