ტეილორ სვიფტმა ახალი, რიგით მე-11, ,,ორმაგი” ალბომი, The Tortured Poets Department გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ მასში დაანონსებულის გარდა, დამატებით, 15 ახალი სიმღერაა შესული.
მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა მომღერალმა ალბომისთვის ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც Post Malone და Florence + the Machine არიან.
„ფორბსმა“ ტეილორ სვიფტი მილიარდერების სიაში შეიყვანა – ნახეთ სრული სია
„უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ დავწერე და მათი თქვენთვის გაზიარება მინდოდა, ამიტომ The Tortured Poets Department-ის მეორე ნაწილს, The Anthology-ის გთავაზობთ, აქ დამატებით 15 სიმღერაა. ახლა ეს ისტორია ჩემი კი არა, მთლიანად თქვენია” – წერს სვიფტი ინსტაგრამზე.