LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მიწისძვრა, მზის დაბნელება, ტეილორ სვიფტის ახალი ალბომი” – ჯიმი ფელონმა თვის გამაოგნებელი მოვლენები დაასახელა

145
maxresdefault

მსოფლიო ტეილორ სვიფტის მე-11 სტუდიური ალბომის – The Tortured Poets Department მოლოდინშია. ამერიკელი მომღერლის ახალი დისკი 19 აპრილს გამოვა, რასაც ჯიმი ფელონმა ხაზი სახელობით ღამის შოუში გაუსვა. 49 წლის კომიკოსმა მოახლოებული ჰაილაითი მიმდინარე გამაოგნებელ მოვლენებს შორის დაასახელა. მისი თქმით, აპრილი მსგავსი შემთხვევებით სავსე აღმოჩნდა.

,,ეს თვე სავსეა გამაოგნებელი მოვლენებით: გასულ კვირას მიწისძვრა მოხდა, ახლა მზის დაბნელება, მომავალ კვირას კი ტეილორ სვიფტის ახალი ალბომი გამოდის,” – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილის მზის დაბნელებისას, ჯიმი ფელონმა როკფელერის ცენტრის სახურავზე საკულტო როკ ბენდ – Heart-თან ერთად, ამ მოვლენის ჰიმნად ქცეული ბონი ტაილერის ჰიტი – Total Eclipse of the Heart შეასრულა.

ვიდეო: ჯიმი ფელონისა და საკულტო ბენდის – Heart პერფორმანსი მზის დაბნელების დროს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები