LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ ჭყონია: „ხვიჩა კვარაცხელიასთანაც მაქვს ფოტო გადაღებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ნაპოლიში“ თამაშს ვაპირებ“

626
Untitled design

ბიზნესმენი თემურ ჭყონია, BMG-სთან ინტერვიუში გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, რომელშიც თემურ ჭყონია წინანდალში, რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად არის წარმოდგენილი.

„ცოტა დაბალი დონის შეფასებაა… ხალხს ის კი არ უნდა აინტერესებდეს, მე რა ვიშოვე, არამედ ის – რა შევიტანე ბიუჯეტში“ – თემურ ჭყონია

როგორც თემურ ჭყონიამ აღნიშნა, გაუკვირდა „სასტუმროში ყოფნას სიტყვა „კონსპირაცია“ რომ დაარქვეს“.

საკითხზე საუბრის დროს, მაგალითად ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მოიყვანა და თქვა, რომ ფოტო მასთან ერთადაც აქვს გადაღებული, თუმცა, „ნაპოლიში“ თამაშს არ აპირებს:

„სასტუმროში ყოფნას სიტყვა „კონსპირაცია“ რომ დაარქვეს, ცოტა გამიკვირდა.

წინანდალში წარმოუდგენელი, გენიალური, მსოფლიო დონის ხელოვანის – გოგი ალექსი მესხიშვილის გამოფენა იყო. ოჯახთან ერთად ერთი დღით ადრე ჩავედი, რომ მენახა. ჩვენი მეგობარია და ამის გარდა საინტერესოა, როგორც ხელოვანი.

იქ დამხვდა ხატია დეკანოიძე, რომელიც ჩემი მეგობარია. როდესაც პოლარიზაციაზე საუბრობენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეგობრები ერთმანეთს დაემალონ ბუჩქებში, მე ასე ვერ ვიცხოვრებ. კახა კალაძე ჩემი მეგობარია, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული აზრი აქვს. მილანში დავდიოდი მისი ფეხბურთის სანახავად, არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს.

ფოტო მაქვს კვარაცხელიასთან გადაღებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ნაპოლიში“ ვაპირებ თამაშს“, – თქვა თემურ ჭყონიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g