საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა „ტესლას“ შიდა მიმოწერა ჩაიგდო ხელში. ერთ-ერთ წერილში, რომელიც ბრენდის ხელმძღვანელობამ მთელს მსოფლიოში დააგზავნა, ილონ მასკი წერს რომ მსოფლიო ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით ძალიან ცუდი წინათგრძნობა აქვს. ამასთან დაკავშირებით ამერიკული კორპორაციის ხელმძღვანელი ახალი თანამშრომლების მიღებას აჩერებს და არსებულ შტატს 10%-ით ამცირებს.
გავრცელებულ ინფორმაციაზე „ტესლას“ თანამშრომლებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. სპეციალისტები კი ფიქრობენ, რომ მომხდარი ისევ და ისევ მიკროჩიპების დეფიციტს და წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება. კომპანიას შემოსავალი შეუმცირდა და თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზიც სწორედ ეს ფაქტი გახდა.