LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model 3-თან დაკავშირებული პრობლემები: აღჭურვილობა ისევ გერმანიაშია

14

კომპანია Tesla-ს არ შეუძლია ელექტროქარ Model 3-ის წარმოება გეგმის მიხედვით გააგრძელოს, რადგან აღჭურვილობა ჯერ ისევ გერმანიაშია. ინფორმაციას ამერიკული ავტომწარმოებლის ხელმძღვანელზე დარდნობით Automotive News ავრცელებს.

საუბარია იმ ხაზზე, რომელიც აკუმულატორების წარმოებისთვის არის აუცილებელი. იმისათვის, რომ დაგეგმილი მოცულობის წარმოება მოხდეს, Tesla-მ აღჭურვილობა ამერიკულ ქარხანაში, რინოში უნდა ააწყოს.

„საწარმოო ხაზის ტრანსპორტირება და ახალ ადგილზე მონტაჟია საჭირო“ – აცახდებს მასკი.

ამ მომენტისთვის Tesla გეგმავს კვირაში 2 500 ეგზემპლარი Model 3 გამოუშვას და წარმოება მარტის ბოლოდან უნდა დაიწყოს.

Tesla Model 3-ის წარმოებასთან დაკავშირებით პრობლემები მალევე წარმოქიმნა. 2017 წლის მესამე კვარტალში კომპანიამ მხოლოდ 260 ეგზემპლარი ააწყო, ეს კი მაშინ, როდესაც 1 500 მოდელის აწყობა ჰქონდა დაგეგმილი.

მიზეზი კალიფორნიისა და ნევადას ქარხნებში წარმოქმნილი სირთულეები გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები