LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

the Weeknd, ტეილორ სვიფტი, ბიონსე – Forbes-მა 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსები გამოავლინა

167
download (3)

Forbes-მა 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა. სია საერთო ჯამში 8 ქალ და 17 მამაკაც არტისტს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი შემსრულებლების რიგებში ორი მილიარდერი – ტეილორ სვიფტი და ბიონსე გვხვდება.

ტეილორ სვიფტი ,,ფორბსის” უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში 2024 წელს, The Eras Tour-ის წყალობით მოხვდა, ბიონსემ კი მილიარდერის სტატუსი შარშან გამართული Cowboy Carter Tour-ის შემოსავლის, ჩანაწერების გაყიდვებისა და სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობის შედეგად, გასული წლის ბოლოს მოიპოვა.

ავტორიტეტული ფინანსურ-ეკონომიკური ჟურნალის შეფასებით, 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსი $298 მილიონით, the Weeknd-ია.

$202 მილიონით რეიტინგში მეორე – ტეილორ სვიფტია.

მესამე ადგილზე სიაში $148 მილიონით, ბიონსე მოხვდა.

ჩამონათვალში ასევე: კენდრიკ ლამარი (4), Coldplay (5), შაკირა (6), დრეიკი (7), კრის ბრაუნი (8), ზაკ ბრაიანი (9), ბედ ბანი (10), Post Malone (11), ედ შირანი (12), Tyler, the Creator (13), Metallica (14), ლედი გაგა (15), ბილი აილიში (16), Imagine Dragons (17), დუა ლიპა (18), Linkin Park (19), SZA (20), მორგან უოლენი (21), ბრუნო მარსი (22), საბრინა კარპენტერი (23), ანდრეა ბოჩელი (24) და Iron Maiden (25) შედიან.

ვინ რამდენი გამოიმუშავა სრულად იხილეთ აქ.

ცნობისთვის, Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსების რეიტინგი 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე (პროგნოზირებული) პერიოდის შემოსავლებს (გადასახადების გარეშე) ეფუძნება. რეიტინგი ითვალისწინებს მხოლოდ თითოეული არტისტის ან ჯგუფის მუსიკოსის საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს, რაც ნიშნავს, რომ საბოლოო შედეგებზე გარე ბიზნესწამოწყებები არ არის შესული. ამერიკული Forbes-ი რეიტინგის შესადგენად Pollstar-ისა და Luminate-ის მონაცემებს იყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები