გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ.
ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ მიზეზი შეიძლება იყოს ცხოვრების წესის შეუთავსებლობა, გადატვირთული გრაფიკი, განსხვავებული ინტერესები და რუტინა.
„სანამ ვიცოცხლებ, ტიმს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში“, – სწორედ ეს განაცხადა მონიკამ Vogue Italia-თან ინტერვიუში.
მონიკა ბელუჩი ტიმ ბარტონთან დაშორების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს
აღნიშნული ამბების შემდეგ, ბელუჩიმ პირველად მიიღო მონაწილეობა ფოტოსესიაში. მან ტრადიციულად Cartier-ს სამკაულები მოირგო.
გულშემატკივრებს არ გამორჩენიათ ერთი ნიუანსი. მონიკას, რომელიც ფაქტობრივად მუდამ შავი ფერის სამოსზე აკეთებს არჩევანს, ამჯერად ჭრელი, საოცრად ლამაზი ლაბადა ეცვა.
„ტიმ ბარტონთან განშორების შემდეგ მონიკა ბელუჩიმ შავები გაიხადა“, – წერენ კომენტარებში.
„მონიკამ მას გული გაუტეხა“ – მედიაში მონიკა ბელუჩისა და ტიმ ბარტონის დაშორების მიზეზები დასახელდა
ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი ერთმანეთს დაშორდნენ
