ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ოფიციალურად ქორწინება არ დაუდასტურებია, წყაროს ინფორმაციით, ისინი ლოს-ანჯელესში უკვე ერთ წელზე მეტია ერთად ცხოვრობენ და „იქცევიან ისე, თითქოს თითქმის დაქორწინებულები იყვნენ“.
Page Six-ის წყაროს თქმით, შალამე და ჯენერი ერთმანეთით ძლიერ გატაცებულები არიან და თითქმის ყოველთვის ერთად ატარებენ დროს. მსახიობი უკვე აქტიურად არის ჩართული კაილის შვილების, 7 წლის სტორმისა და 3 წლის აირის ცხოვრებაში, რომლებიც მას რეპერ ტრევის სკოტისგან ჰყავს.
„მადლობა ჩემს პარტნიორს, რომელთანაც სამი წელი მაკავშირებს. მიყვარხარ, შენს გარეშე ამას ვერ შევძლებდი. მთელი გულით გიხდი მადლობას”, – ამ სიტყვებით მიმართა შალამემ კაილის გასულ კვირას Critics Choice Awards-ზე.
„მიყვარხარ, შენს გარეშე ამას ვერ შევძლებდი“ – ტიმოთი შალამეს ჯილდო და პირველი საჯარო აღიარება

