პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებას „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ბოკუჩავა წერს, ევროპული პერსპექტივა მკვდარია.
„ვისაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის ამსახველი კადრების ხილვა სიამოვნებას გგვრით, ვინც ამ კადრებს დაკვეთით თუ შინაგანი ბოღმოთ ამართლებთ – იმსახურებთ სწორედ იმ საქართველოს, რომელიც ივანიშვილმა მოგვიტანა. ასეთ ღირსებაახდილ საქართველოს, რუსების თავშესაფრის როლის მიღმა პერსპექტივა არ აქვს; ევროპული პერსპექტივა მკვდარია,“ – წერს თინა ბოკუჩავა.
ამავე თემაზე:
მიხეილ სააკაშვილის 12 დეკემბრის ვიდეო კადრები ვრცელდება
ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი