თინა ხიდაშელი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“3 ივნისის 16:00 საათია!
არსებობს მაღალი ალბათობა რომ აქ, ამ ქვეყანაში ბავშვები არიან ნაწამები და გაუპატიურების მსხვერპლი!
საქართველოს ხელისუფლება ჯერ ისევ მკვდარია!
ეს დღეები, ეს საათები არ უნდა დაგავიწყდეთ!!!
დანარჩენზე მერე!”- წერს ხიდაშელი.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.
ამავე თემაზე:
ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, დღეს 6-ზე შევიკრიბოთ პროკურატურასთან”
დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს შველა სჭირდებათ: დეკანოზი თამაზ ლომიძე