LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი: „სინამდვილეში მთელი ეს „რეესტრი“, მხოლოდ იმას ნიშნავს რომ ამ შალვამ, ირაკლიმ, ბიძინამ… ათიათასობით საჯარო სამსახურში მყოფ ადამიანს უთხრა, რომ დღეს უყურებენ, ამოწმებენ, აღრიცხავენ და როგორც კი „მტრის“ მხარეს გამოჩნდებიან შედეგები იქნება“

199
თინა ხიდაშელი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ მონაცემთა ბაზის შექნას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ეს იმ ადამიანების დასაშინებლად და დეჰუმანიზაციისათვისაა, ვინც დაიმორჩილეს [„ქართულმა ოცნებამ“] და მათი ნებისა და გულის კარნახის წინააღმდეგ ამუშავებენ.

როგორც ექსმინისტრი ამავე პოსტში აღნიშნავს, „არაფერი რასაც ამ დღეებში, „ოცნება“ აკეთებს, ჩვენ არ გვეხება!!!“:

თეონა აქუბარდია: „შალვა პაპუაშვილმა ღიად გვითხრა, რომ მისდევს „დროას“ და „გირჩის“ ტაქტიკას და აკეთებს, mona.ge-ს ანალოგს – ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ“

„ყველაფერი, სინამდვილეში, ერთგულების შესამოწმებლად და იმ ადამიანების დასაშინებლად და დეჰუმანიზაციისათვისაა ვინც დაიმორჩილეს და მათი ნებისა და გულის კარნახის წინააღმდეგ ამუშავებენ.

– რეესტრიო რომ გვამცნეს.

ოპონირების რეჟიმში მყოფ ადამიანებს რეესტრი არ ჭირდებათ, აგერ არის 170 ათასი სახელობითად გაწევრიანებული მხოლოდ ერთ ჯგუფში „დაიტოვე“ და კიდევ რამდენი ჯგუფია ასეთი. ერთ წუთში შეუძლიათ ამ შემადგენლობის იდენტიფიცირება, ამიტომ ეს მუქარა ჩვენ არ გვეხება.

ზარქუა: უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ ღმერთის, ქვეყნის – რუსული ფულით დაფინანსებული „ჩახდილების“ და ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ

სინამდვილეში, ეს სწორედ იმ საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, სკოლის პედაგოგებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მათი ოჯახის წევრებს და ა.შ. ეხებათ ვინც საჯარო სამსახურშია და ვისგანაც მოითხოვენ მათი ყოველი ბოდვის „დალაიქებას“, მიტინგებზე მისვლას და „ბიძინას“ ძახილს, ფბ-ზე შევარდნებს და უკიდეგანო ლანძღვა-გინებას, და სხვა.

„საბჭოთა „კაგებეს“ მეთოდი“, „ან დაგიჭერთ ან ჩავაქოლინებთ თქვენს თავსო…“, „21-ე საუკუნეში ამის მეტს რომ ვერაფერს მოიფიქრებ, ძალიან მძიმედაა შენი საქმე“ – ვინ როგორ ეხმაურება „ოცნების“ მიერ დაანონსებულ ე.წ მონაცემთა ბაზის შექმნას

მმართველმა გუნდა დღეს დააანონსა საჯარო რეესტრის შექმნა, რომელშიც შეიყვანენ ყველა იმ ადამიანის მონაცემებს, ვინც, „ქართული ოცნების“ განცხადებით, „ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“.

სინამდვილეში ეს მთელი „რეესტრი“, მხოლოდ იმას ნიშნავს რომ ამ შალვამ, ირაკლიმ, ბიძინამ… ათიათასობით საჯარო სამსახურში მყოფ ადამიანს უთხრა დღეს რომ უყურებენ, ამოწმებენ, აღრიცხავენ და როგორც კი „მტრის“ მხარეს გამოჩნდებიან შედეგები იქნება.

აბა ჩვენ როგორ ან რით უნდა დაგვემუქრონ. აღწერონ და იყონ…“ – წერს თინა ხიდაშელი.

შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ – შალვა პაპუაშვილი

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

არაფერი რასაც ამ დღეებში აკეთებს ოცნება ჩვენ არ გვეხება!!! ყველაფერი, სინამდვილეში, ერთგულების შესამოწმებლად და იმ…

Posted by Tinatin Khidasheli on Wednesday 8 May 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g