კალიფორნიული კომპანია Canepa, რომელიც იშვიათი ავტომობილების რესტავრაციითაა ცნობილი, ლეგენდარული სუპერქარის – Porsche Carrera GT-ის მფლობელებს მოდერნიზაციის პაკეტს სთავაზობს.
პროექტი სახელწოდებით Carrera GT SC (Sport Canepa) მოიცავს როგორც დიზაინის, ისე ტექნიკურ განახლებებს, რომლებიც ავტომობილის ყოველდღიურ გამოყენებას უფრო კომფორტულს გახდის. ტიუნინგ-პაკეტის ფასი არ სახელდება, თუმცა შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია.

რა შეიცვალა ავტომობილში
გარეგნული ცვლილებები:
ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული უსაფრთხოების რკალი, სავარძლების უკან
კარბონის ელემენტები, ახალი მაგნიუმის დისკები და განახლებული გამონაბოლქვის სისტემის დაბოლოებები.
ავტომობილი შეღებილია ორიგინალურ ფერში Liquid Metal Green
ინტერიერი:
სალონი სრულად განახლდა კრემისფერი ტყავით, ალკანტარითა და ალუმინის დეტალებით.

ტექნიკური გაუმჯობესებები:
უჟანგავი ფოლადის ალტერნატიული გამონაბოლქვის სისტემა
მოდერნიზებული საკიდარი კომპონენტებით კომპანია KW Automotive-ისგან
ჰიდრავლიკური სისტემა, რომელიც წინა ნაწილს აწევს, რათა მანქანამ დაბრკოლებები უფრო ადვილად გადალახოს.

Porsche-მ მთლიანობაში მხოლოდ 1270 ერთეული Porsche Carrera GT გამოუშვა, რის გამოც ეს სუპერქარი დღეს უკვე საკოლექციო იშვიათობად ითვლება.
მაგალითად, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ეგზემპლარი, რომელსაც 1000 კილომეტრზე ნაკლები გარბენი ჰქონდა, აუქციონზე 3,3 მილიონ დოლარად გაიყიდა, ხოლო მოდელის რეკორდული ფასი დაახლოებით 6,7 მილიონ დოლარს აღწევს.