LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოკიოს მაღაზია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, 7 დოლარად იმდენი ნივთი „მოიპარონ“, რამდენის წაღებასაც შეძლებენ

134
Nintendo-Store-Mario-1024x768

ტოკიოში მდებარე მაღაზია Hidden in Tokyo მყიდველებს უჩვეულო გამოწვევას სთავაზობს – მხოლოდ 1 000 იენის (დაახლოებით 7 აშშ დოლარი) გადახდის სანაცვლოდ მათ შეუძლიათ „მოიპარონ“ იმდენი საქონელი, რამდენის ტარებასაც შეძლებენ. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი პირობა არსებობს.

ერთი შეხედვით, ეს შეთავაზება არარეალურად ჟღერს: შედიხარ მაღაზიაში, რამდენიმე დოლარს იხდი და შიშის გარეშე იღებ ყველაფერს, რაც მოგინდება – არავინ დაგაკავებს და დაცვა არ გამოგეკიდება. მაგრამ ეს მართლაც რეალურია. Hidden in Tokyo, დროებითი ფორმატის მაღაზია ტოკიოში, სწორედ ასეთ ექსპერიმენტს ატარებს – ერთი მთავარი წესის დაცვით.

მონაწილეებს მაღაზიაში შესვლის შემდეგ ზუსტად 60 წამი აქვთ, რომ აიღონ ნებისმიერი ნივთი, რომლის ტარებასაც მოახერხებენ. ნივთების რაოდენობასა და ღირებულებაზე შეზღუდვა არ არსებობს – მთავარია, ერთ წუთში შეძლონ მათი აღება. თუმცა მთელი ეს პროცესი სრულ სიჩუმეში უნდა მიმდინარეობდეს.

მაღაზია აღჭურვილია მიკროფონების სისტემით, რომელიც უმცირეს ხმაურსაც კი აფიქსირებს. ერთი ნაბიჯის ხმა, შეფუთვის შრიალი ან ნებისმიერი სხვა ხმაური საკმარისია იმისთვის, რომ მცდელობა მაშინვე შეწყდეს, ხოლო ყველა „მოპარული“ ნივთი უკან, თაროზე დაბრუნდეს.

Hidden in Tokyo-სთვის ეს ფორმატი ახალი არ არის. მაღაზიამ მსგავსი „ჩუმი ქურდობის“ გამოწვევა უკვე ჩაატარა გასულ წელს და დიდი წარმატებითაც, მაღაზიასთან გრძელი რიგები იდგა, სადაც უამრავი ადამიანი ცდილობდა გამოწვევის შესრულებას. სწორედ ამიტომ არავის გაჰკვირვებია, რომ კონცეფცია ბრუნდება.

მაღაზიამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოწვევა 2026 წელს კვლავ გაიმართება. ღონისძიება დაგეგმილია 13-16 მარტს და მოსალოდნელია, რომ მრავალი ადამიანი შეეცდება სასმელების, ტანსაცმლისა და სხვა ნივთების „ჩუმად წაღებას“ ხმაურის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები