ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე მყარმა წყვილმა, ტომ ჰენქსმა და რიტა უილსონმა გასულ კვირას ქორწინების 35-ე იუბილე აღნიშნა.
„ქორწინების 35 წელი, 30 აპრილი 1988 წელი, სიყვარული ყველაფერია“, – ასე დაასათაურა ფოტო რიტამ, სადაც მას სადღესასწაულო ტორტი უჭირავს ხელში, ტომი კი მას საოცრად მოსიყვარულე მზერით უცქერს.
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ წყვილი რომანტიკულ მოგზაურობაში ბარსელონაში გაემგზავრა. პაპარაცებმა 66 წლის ტომი და რიტა მაშინ გადაიღეს, როცა ისინი ქალაქს ათვალიერებდნენ და ხელიხელჩაკიდებული სეირნობდნენ. ამ დღეს ტომს შავი სპორტულები ეცვა, რიტას კი თეთრი შარვალი და მოსაცმელი ამშვენებდა. ორივეს დიდი ზომის ქუდები ეხურა.
ტომ ჰენქსი არასოდეს გაბმულა ჰოლივუდურ ინტრიგებსა და სკანდალებში – საინტერესო ფაქტები