რადიკონდოლი – ტოსკანაში მდებარე პატარა, თითქმის დაცლილი სოფელი, იწყებს ახალ პროგრამას, რათა რაც შეიძლება მეტი მაცხოვრებელი იპოვოს.
მთებით, ზეთისხილის ბაღებითა და ვენახებით მოფენილი რადიკონდოლი ზუსტად ის ტოსკანაა, რომელიც საფოსტო ბარათებზე გვხვდება.
თუმცა ქვის კედლებსა და წყნარ ქუჩებს მიღმა, შუა საუკუნეების ეს პატარა სოფელი უკვე წლებია მოსახლეობას კარგავს.
ოდესღაც დაახლოებით 3,000 ადამიანის ნაცვლად დასახლება დღეს მხოლოდ 966 მცხოვრებს ითვლის. მისი 450 სახლიდან დაახლოებით 100 სრულიად ცარიელია. ახლა კი ადგილობრივი ხელისუფლება ამ ვარდნის შეჩერებას ცდილობს – ფულადი წახალისებით.
2023 წელს რადიკონდოლმა პროგრამა დაიწყო, რომელიც მათ, ვინც სოფელში ცარიელ სახლს იყიდდა და იქ იცხოვრებდა, 20,000 ევროს (დაახლოებით 23,000 დოლარს) სთავაზობდა, ასევე დამატებით 6,000 ევროს სხვადასხვა ხარჯებისთვის – გათბობა, ტრანსპორტი და სხვა.
წელს კი სოფელმა პროგრამა გააფართოვა: დახმარება არა მხოლოდ მყიდველებს, არამედ ქირით გადასახლებულ ადამიანებსაც შეეხება. 2026 წლის დასაწყისამდე მუნიციპალიტეტი მზადაა მსურველებს პირველი ორი წლის ქირა გადაუხადოს.
ისტორიულ ცენტრში ბინები პატარა, კომფორტული და ორი ან სამოთახიანია, ხოლო სახლები – ფერმებით, ზეთისხილის ბაღებითა და ვენახებითაა გარშემორტყმული.
ყოველ ობიექტს თავისი ხასიათი აქვს – ღია ჭერი, ქვის კედლები, ტრადიციული აგურის ნამუშევრები.
ფასები დაახლოებით 50,000 ევროიდან იწყება პატარა სახლებისთვის და 100,000 ევრო ან მეტი დიდი ობიექტებისთვის. მერიის თქმით, უმეტესობა კარგ მდგომარეობაშია, თუმცა ზოგს შეკეთება სჭირდება,
ეს ნიშნავს, რომ მყიდველს, რომელიც 20,000 ევროს მერიისგან მიიღებს, პატარა ბინის შეძენა დაახლოებით 30,000 ევროდ (35,000 დოლარად) შეუძლია.
ქირით გადმოსახლებულებსაც მშვენიერი პირობები აქვთ: 60-80 კვადრატული მეტრის სახლი, რომელიც ჩვეულებრივ 400 ევრო ღირს, სუბსიდიით 200 ევრომდე შემცირდება.
საინტერესოა, რომ 2023 წლიდან დღემდე პროგრამამ 23 სახლის გაყიდვა და დაახლოებით 60 ახალი მცხოვრების მოზიდვა შეძლო, მათ შორის უმეტესად იტალიელები, ზოგიც ბელგიელები არიან.
მერი კი მიზნად ისახავს, რომ მოსახლეობა მინიმუმ 1,000-მდე გაზრდას.