LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თოვლი მოსულა“ – დათო ფორჩხიძე გვიყვება, როგორ შეიქმნა ყველაზე პოპულარული საახალწლო ჰიტი

177
page

ეს სიმღერა ბევრმა შეასრულა, თუმცა, ჩვენთვის ყველაზე ნოსტალგიური მაინც ჯგუფის „სახე“ მიერ შესრულებული კომპოზიციაა. 

„თოვლი მოსულა“, ყველა დროის, ყველაზე პოპულარული ქართული საახალწლო სიმღერაა. მისი შექმნის ისტორია „ფორტუნას“ დილის ეთერში დათო ფოჩხიძემ გვიამბო. 

„თოვლი მოსულა“, ეს არის ჯგუფის „სახე“ მესამე სიმღერა, პირველი იყო „შენ რა სექსი ხარ“, მეორე კი „დიდხანს გელოდი“. „თოვლი მოსულა“ დაიწერა საახალწლოდ, 1998 წელს. მელოდია, არანჟირება კარგა ხნის გაკეთებული იყო, თუმცა, ვერ ვწყვეტდით ტექსტს. გუშინდელი დღესავით მახსენდება,როცა ეს სიმღერა გამოვიდა, ის რადიო „105“- ზე ტრიალებდა, ჩვენი პროდიუსერი შალვა რამიშვილი იყო, ის ერთხელ გააჩერეს და ჩვენზე ესაუბრებოდნენ, მე ამის მომსწრე ვიყავი, ვიდექი და ვუსმენდი, ის ადამიანი აზრზე არ იყო, ვინ ვიყავი მე. პირველ წელს, როცა ეს სიმღერა გამოვიდა, მეგონა, რომ ხალხს არ მოეწონა და ეს პროექტი ჩაგვივარდებოდა. ბოლოს კი მივიღეთ ჰიტი. მე რასაც ვქმნი, ეს არ არის ან „სახეს“ სიმღერა ან ჩემი, ეს არის საქართველოს სიმღერა და მე ისინი საქართველოსთვის მიჩუქებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები