LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოვლით დაფარული ოკაცეს კანიონი ვიზიტორებისთვის გაიხსნა

216
15380509224422 ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი copy

რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ, ოკაცეს კანიონი და ჩანჩქერი ვიზიტორებისთვის გაიხსნა… ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„თოვლით დაფარული ოკაცეს კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი ვიზიტორთათვის გაიხსნა, ესტუმრეთ და მოინახულეთ იშვიათი სილამაზე. ცვალებადი მეტეოროლოგიური პროგნოზიდან გამომდინარე ოკაცეს კანიონისა და ოკაცეს ჩანჩქერის ტერიტორიაზე ვიზიტის დაგეგმვამდე გთხოვთ დაუკავშირდეთ ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტს“, – აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, ოკაცეს კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი დიდთოვლობის გამო დროებით დაკეტილი იყო. ინფორმაცია ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, 8 თებერვალს გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g