LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ ძრავებთან დაკავშირებული სკანდალის გამო 4 ქარხანა გააჩერა

114
toyota

Toyota-მ იაპონიაში 4 ქარხანა გააჩერა. მიზეზი – დიზელის ძრავებთან დაკავშირებით მონაცემთა გაყალბება გახდა, რომელიც პოპულარულ toyota-ს და Lexus-ს დაუდგინეს. ამან იაპონური ბრენდის ათობით მოდელის მიწოდებაზე იმოქმედა, მათ შორის Toyota Land Cruiser 300-ზე.

Toyota Industries Corporation-ის ბაზაზე, სადაც დიზელის ძრავებს აწარმოებენ, შემოწმებები უკვე დაიწყო. მას იაპონიის სახელმწიფო მიწების, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და ტურიზმის სამინისტრო ატარებს.

სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია და გამოძიება ყველა დეტალს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები