მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, თვითიზოლაციაში ბევრმა ადამიანმა, ჩაკეტილ სივრცეში, საკუთარ თავში უამრავი ნიჭი და ახლის სწავლის სურვილი აღმოაჩინა.მათ შორისაა მსახიობი შერონ სტოინი, რომელმაც „ინსტაგრამის“ საშუალებით საზოგადოებას თავისი ახალი საქმიანობა გააცნო. როგორც აღმოჩნდა, 62 წლის შერონმა მხატვრობას მიჰყო ხელი და პირველი ნამუშევარი გაგვიზიარა.
„მე ჩემი ნახატი დავასრულე და საოცრად კმაყოფილი ვარ, მინდა გითხრათ, რომ თქვენც შეგიძლიათ სცადოთ იმის გაკეთება, რაც გეგონათ რომ არ გამოგდიოდათ“ – წერს მსახიობი.
https://www.instagram.com/p/B-Jd8LTpnNa/?utm_source=ig_embed
სხვათა შორის, თავისი ნამუშევრები თვითიზოლაციის მე-10 დღეს, ლეგენდარულმა მსახიობმა, 82 წლის ენტონი ჰოპკინსმაც გაგვიზიარა. მან ვიდეო „ფეისბუკის“ საშუალებით გაავრცელა და საზოგადოების აღფრთოვანებაც დაიმსახურა.
https://www.facebook.com/radiofortunaplus/videos/1944339255711042