ჯეი ლო და ბენ აფლეკი დასავლეთ ჰოლივუდში გადაიღეს. ექს-წყვილი, ცნობილ ადვოკატს, ლაურა ვასერს შეხვდა, რომელიც ვარსკვლავური განქორწინებებითაა დაკავებული.
პაპარაცებმა ჯეი ლო და ადვოკატი მანქანიდან გადმოსვლის დროს დააფიქსირეს. მათ ბენი გარეთ ელოდებოდა.
ინსაიდერების ცნობით, წყვილის წინ ურთულესი განქორწინების პროცესები ელის, რადგან როდესაც ისინი დაქორწინდნენ, არანაირი კონტრაქტი არ შეუდგენიათ.
ცნობისთვის, „ბენიფერი“ ერთად მარტიდან აღარ ცხოვრობს. ჯეი ლომ განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს ორი თვის წინ მიმართა.
„ისინი ძალიან თბილად ექცეოდნენ ერთმანეთს“ – „ბენიფერი“ კვლავ ერთად გამოჩნდა