LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გინდა რომ მილიონერი იყო, მილიონერივით უნდა დაიწყო ფიქრი

92
How-to-Think-Like-a-Millionaire-5-Smart-Things-that-Rich-People-Do-That-You-Should-Too_Horizontal

ძალიან ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ არსებობს გარკვეული ლიმიტი რისი გამომუშავებაც მათ შეუძლიათ, ეს ფიქრი კი დიდი შეცდომაა.
არადა ვის არ უნდა იყოს მილიონერი? ალბათ თქვენც მათ სიაში ხართ, უბრალოდ არ იცით თუ საიდან უნდა დაიწყოთ და გაქვთ თუ არა შესაბამისი უნარები.
ჭეშმარიტება ისაა, რომ სიმდიდრის მოხვეჭა აბსოლუტურად ყველას შეუძლია. უბრალოდ მნიშვნელოვანია მილიონერის აზროვნება გქონდეთ, იფიქროთ ისე თითქოს ფინანსური დამოუკიდებლობა თქვენთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.
გონების გაწვრთნაში ეს რჩევები დაგეხმარებათ:

იფიქრე „მომავლის მე-ზე“
იმისათვის, რომ სასურველი რაოდენობის შემოსავალი გქონდეთ იფიქრეთ მომავალზე. იცხოვრეთ დღევანდელი დღით, თუმცა სამომავლოდაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგით.

დაარღვიე საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები
საზოგადოებში ძალიან ბევრი ისეთი სტერეოტიპი არსებობს, რომელიც სასურველი მიზნის მიღწევაში ხელს გიშლით. მაგალითად, ის რომ მდიდარი ვერ იქნები შესაბამისი განათლების გარეშე. არადა მსოფლიო მილიონერთა დიდმა ნაწილმა საპირისპირო დაამტკიცა.

დაზოგე მეტი
მნიშვნელოვანია ისწავლოთ შემოსავლის გარკვეული ნაწილის დაზოგვა და შემდეგ სასარგებლოდ დაბანდება.

ჩამოწერე იდეები
იყიდე ჯიბის ბლოკნოტი და ის ყველგან ატარე. ყოველთვის როცა რაღაც კარგი იდეა მოგივა, იქნება ეს ლანჩის დროს, ავტობუსში თუ ვარჯიში დროს – სასწრაფოდ ჩაიწერე.

ლიმიტი არ არსებობს
თუკი ფიქრობ, რომ 500 მილიონი ბევრია, მაშინ შენთვის 1 მილიონიც ბევრი იქნება. როცა შენს თავს ლიმიტებს გაუუქმებ, სასიკეთო ცვლილებებიც სწორედ მაგ დროიდან დაიწყება. მიხვდები რომ სასურველი შედეგის მიღწევა არც თუ ისე რთული ყოფილა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები