LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ პაციენტს სჭირდება ქოლესტერინის დამაქვეითებელი თერაპია, უნდა ვიცოდეთ, რომ მას შეუძლია თქვენი სიცოცხლის გახანგრძლივება“ – როგორ ვუმკურნალოთ მაღალ ქოლესტერინს, რას ამბობს კარდიოლოგი, ზვიად კერესელიძე

111
ზვიად კერესელიძე

ხშირად დასმულ შეკითხვებს ქოლესტერინის მაღალი მონაცემების მკურნალობასთან დაკავშირებით, თბილისის გულის ცენტრის ინტერვენციული კარდიოლოგი, კარდიო-ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი, ზვიად კერესელიძე პასუხობს.

„თბილისის გულის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში სპეციალისტი საუბრობს რატომ არ უნდა გვეშინოდეს სტატინებით მკურნალობის. კარდიოლოგი გვირჩევს, როგორ ავიცილოთ გართულებები და როგორ შევინარჩუნოთ გულის ჯანმრთელობა:

„მინდა ვისაუბრო ქოლესტერინის დამაქვეითებელ თერაპიაზე, ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, როდესაც პაციენტს სჭირდება აღნიშნული სტატინოთერაპია და გვაქვს ბევრი წინააღმდეგობა როგორც პაციენტის მხრიდან, ასევე პაციენტის ოჯახის წევრის მხრიდან, ისინი გარკვეულ მითებს მიჰყვებიან.

პირველი მითია, თითქოს სტატინი ანგრევს ღვიძლს და იწვევს ღვიძლის დაავადებებს, მეორე მითია თითქოს, რომ სტატინი არის დაკავშირებული გარკვეული კოგნიტური ფუნქციების დარღვევასთან, მაგალითად დემენცია.

რეალურ პრაქტიკაში, არც ერთი კვლევა არ ამტკიცებს ამ თეორიებს და ამასთან დაკავშირებით მხოლოდ მითები არსებობს. რა თქმა უნდა ყველა მედიკამენტს, ისევე როგორც სტატინებს ახასიათებს გვერდითი მოვლენები, რაც გასათვალისწინებელია მხოლოდ იმისთვის, რომ ექიმმა დანიშნოს შესაბამისი ანალიზები, რომ ინახოს ეს გვერდითი მოვლენები.

თუ პაციენტს სჭირდება ქოლესტერინის დამაქვეითებელი თერაპია სტატინოთერაპიით, უნდა ვიცოდეთ, რომ მას შეუძლია თქვენი სიცოცხლის გახანგრძლივება და სიკვდილობა ქოლესტერინის დამაქვეითებელი თერაპიით მცირდება 25 – 30 პროცენტით, როდესაც პაციენტი იღებს სწორ დოზას და მიჰყვება ექიმის რეკომენდაციებს. ამიტომ ნუ მიყვებით ამ მითებს და დაუჯერეთ თქვენს მკურნალ ექიმს“,- ამბობს ზვიად კერესელიძე.

magti 5g