LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვნახავ, რომ “ქართულ ოცნებაში” ჩემი თავი ამოვწურე, იმ პარტიაში ვერ დავრჩები, სადაც ჩამთვლიან რომ უპირობო შემსრულებელი ვარ: კახი კახიშვილი

76
კახი კახიშვილი

საპარალამენტო უმრავლესობის წევრი და “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, კახი კახიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტიას ტოვებს, თუმცა, ამასთანავე ამბობს, რომ თანაგუნდელებთან რიგ საკითხებზე აზრთა სხვაობა აქვს.

როგორც კახი კახიშვილმა განაცხადა, აზრთა სხვაობა, მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნებსაც ეხება, რამდენადაც იგი არ იზიარებს მოსაზრებას მაჟორიტარების შემცირების შესახებ. სხვა დეტალებზე კახიშვილს ჯერჯერობით არ უსაუბრია.

“პოლიტიკა ძალიან ბინძურია. რა თქმა უნდა, პარლამენტში ყოფნა პატივია, მაგრამ მე, ჩემს თავს უფრო აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვხედავდი, სადაც 19 წლიდან ვმუშაობდი. შესაბამისად, ვფიქრობდი, მაგრამ ისე არ მიფიქრია, რომ “ქართული ოცნებიდან” წავიდე და პარლამენტში ვიყო, მაგრამ რომ ვადარებდი, ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი უფრო აღმასრულებელ ხელისუფლებაშია, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც მოწოდებით პოლიტიკოსები არიან,” – განაცხადა კახიშვილმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ “ოცნებიდან” მიდის.

“არის საკითხები, რომელსაც არ ვეთანხმები.. ვნახავ, როგორ იქნება და როგორ დალაგდება. თუ ვნახავ, რომ ჩემი 10-15 განცხადების შემდეგ, რეაგირება არ იქნება, ბოლო-ბოლო გადაწყვეტილებას მივიღებ. თუ ვნახავ, რომ “ქართულ ოცნებაში” ჩემი თავი ამოვწურე, იმ პარტიაში ვერ დავრჩები, სადაც ჩამთვლიან რომ უპირობო შემსრულებელი ვარ,” – თქვა კახიშვილმა.

დასმულ შეკითხვაზე – როგორ უპასუხებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მან თქვა, რომ კახიშვილს პარლამენტში ორი კომიტეტის თავმჯდომარეობას სთავაზობდნენ, კახიშვილმა უპასუხა, რომ იგი კობახიძისგან ამ განცხადებას არ ელოდა.

“სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, რა საჭირო იყო ამის გატანა, ეს იყო 4 ადამიანს შორის საუბარი, რომელიც პარტიაში შედგა. არ მეგონა, რომ ეს განხილვის საგანი გახდებოდა, თორემ რომც ჩამეთვალა საჭიროდ, ამის შესახებ, მეც განვაცხადებდი.

ერთი კარგი ისაა, რომ დაადასტურეს, რომ ჩემთვის თანამდებობა მხოლოდ საოცნებო არ არის,” – განუცხადა ტვ “ფორმულას” კახიშვილმა და დასძინა, რომ თავის დროზე “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან პარტნიორობით მიიღო და მას დღემდე, პატივს სცემს.

დაველოდოთ, მგონი კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, გუნდში დავილაპარაკებთ – კახიშვილის “ოცნებიდან” შესაძლო წასვლას, თანაპარტიელები ეხმაურებიან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g