LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებისგან გათავისუფლება კიდევ ერთმა პოპულარულმა ქვეყანამ გადაწყვიტა

122
GettyImages-2162835006-e17257482

გადაჭარბებული ტურიზმით კიდევ ერთი ტურისტული ქვეყანა დაიღალა – საბერძნეთმა გადაწყვიტა, რომ ზედმეტ დამსვენებლებს ახალი შეზღუდვებით ებრძოლოს. ამის შესახებ Fortune წერს.

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ყველაზე პოპულარულ დანიშნულებებში მოკლევადიანი ჯავშნების გადასახადი გაზარდოს. ამ გზით მიღებული შემოსავალი მოხმარდება იმ სფეროებს, რომლებიც მასობრივი ტურიზმით ყველაზე მეტად ზიანდებიან.

გარდა ამისა, 2025 წლიდან ქვეყანა საკრუიზო ლაინერების რაოდენობის შეზღუდვასაც აპირებს და ბერძნულ პორტებში მისულ მგზავრებს დამატებით გადასახადს დააკისრებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები