უცხოელ ვიზიტორებს ურჩევენ, რომ მიანმარის მონახულებისგან თავი შეიკავონ. საქმე ისაა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციებია და ასეთი არეულობის ფონზე მთავრობამ ტურიზმისთვის საზღვრების გახსნა გადაწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს.
სპეციალისტები თვლიან, რომ არსებულ სიტუაციაში ტურისტებისთვის აზიური ქვეყნის მონახულება შესაძლოა ძალიან სარისკო იყოს. მომრავლდა ძარცვის, დაპატიმრებების, ტერაქტების და ძალადობის შემთხვევები.
მიანმარმა საზღვრები სხვა სახელმწიფოების მსგავსად 2020 წელს Covid-19-ის გავრცელებისთვის ხელის შესაშლელად ჩაკეტა. ამასობაში კი ქვეყნის ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა და 14 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინშია.