LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებს სიჩქარეში რეისი შეეშალათ და სხვა ქვეყანაში გაფრინდნენ

63
Shocked-couple-claim-Ryanair-flew-them-750miles-in-the-wrong-direction

ბრიტანელი ტურისტები ავიაკომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. საქმე ისაა, რომ შემთხვევით ისინი დანიშნულების ადგილის ნაცვლად სხვა ქვეყანაში გაფრინდნენ. დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ ეს ბორტგამცილებლების ბრალია, რამეთუ მათ ბილეთები კარგად ვერ შეამოწმეს. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ბრიტანელები დანიაში მიდიოდნენ და საფრანგეთში აღმოჩნდნენ.

საიმონ ფორსტერი და ემა შოფილდი მანჩესტერიდან კოპენჰაგენში გამგზავრებას და პატარა მოგზაურობის მოწყობას გეგმავდნენ. აეროპორტში ძალიან ბევრი ხალხი იყო, ამიტომ მგზავრებს რეგისტრაციის რიგში დგომა ლამის 2 საათი მოუწიათ.

გეითთან აღმოჩენის შემდეგ მგზავრები მიხვდნენ, რომ თვითმფრინავი მალე გაფრინდებოდა, ამიტომ ბორტგამცილებლებთან მიირბინეს, ბილეთები აჩვენეს და სასწრაფოდ ბორტზე ავიდნენ.

ტურისტები ძალიან გააოცა იმ ფაქტმა, რომ ლაინერი ზედმეტად სწრაფად დაჯდა, შემდეგ მათ ვერც კოპენჰაგენის აეროპორტი ვერ იცნეს და ამ ფაქტითაც გაოგნებულები დარჩნენ.

მოგვიანებით ისინი მიხვდნენ, რომ პარიზში იყვნენ. უქმეები იქვე გაატარეს და უკან დაბრუნებულებმა ავიაკომპანიისგან ხარჯების ანაზღაურება მოითხოვეს.

ავიაგადამზიდს მათი საჩივარი ჯერჯერობით არ განუხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები