თურქეთში ქალაქ იზმირის მეტროში მომხდარი ავარიის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა, ინფორმაციას თურქული გამოცემა Sabah ავრცელებს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 7:50 სთზე მოხდა. მეტროს მატარებელს სატვირთო კონტეინერი შეეჯახა, რის შემდეგაც შემადგენლობის ერთი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
ადგილზე დროულად მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მგზავრებს შორის მძიმედ დაშავებულები არ არიან.
