LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი ანკარაში მიიწვია

დონალდ ტრამპი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავისი ამერიკელი კოლეგა ანკარაში მიიწვია. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

თურქეთის ლიდერის წარმომადგენლის თქმით, ერდოღანმა დონალდი ტრამპი 14 დეკემბერს სატელეფონო მოლაპარაკებების დროს მიიწვია.

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ერდოღანთან შესახვედრად მზადაა, თუმცა კონკრეტული გეგმები ამ დროისთვის არ არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები